ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ესპანეთში ჩავიდნენ | პრემიერ ლიგის გრანდების წარმომადგენლები კვარას დააკვირდნენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ესპანეთთან გამართული მატჩით დაასრულა. „ჯვაროსნები“ 1:3 დამარცხდნენ და 90 Min.com-ის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას პრემიერ ლიგის გრანდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ცნობილი გამოცემა წერს, ხოსე სორილიას სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე „ჩელსის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ნიუკასლის“ სკაუტები იმყოფებოდნენ. 90 Min-ის მიხედვით, ისინი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ და მათი ინტერესის სფერო სწორედ „კვარა“ გახლდათ.

90 Min-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ თავისი ვარსკვლავის გაშვებას არ აპირებს და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სიახლე არ არის, მასთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს. იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ნეაპოლელები აპირებენ, „კვარასთან“ მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყონ, რაც გუნდში ყველაფერი დალაგდება და ქაოსი აღარ იქნება.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ესპანეთთან შეხვედრაში თავი გამოიჩინა და მე-10 წუთზე, წონასწორობა აღადგინა. „კვარამ“ გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით ისარგებლა და უნაი სიმონის კარი აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორიგი მაგია კვარასგან“ | Gazzetta dello Sport-ი და Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერენ
„მორიგი მაგია კვარასგან“ | Gazzetta dello Sport-ი და Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერენ