ბარსელონამ გავის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა | მას ოპერაცია სჭირდება
„ბარსელონამ“ გავის ტრავმასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 19 წლის ფეხბურთელმა საქართველოსთან მატჩში მარჯვენა მუხლი დაიზიანა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
„ბლაუგრანამ“ დაადასტურა ის, რაც ესპანურ პრესაში აქტიურად იწერებოდა. კატალონიურმა კლუბმა გვაუწყა, რომ გავიმ წინა ჯვარედინი იოგები სრულად გაიწყვიტა და ამასთან დაკავშირებული მენისკის ტრავმაც აქვს. უახლოეს დღეებში მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება და სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობა ამის შემდეგ გაირკვევა.
Be strong, Gavi ❤️????#EveryoneWithGavi pic.twitter.com/H0DiqGyKq2
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 20, 2023
„ფურია როხამ“ „ჯვაროსნები“ 3:1 დაამარცხა, თუმცა, ესპანელთა გულშემატკივრებისთვის გამარჯვებისგან მიღებული სიხარული გავის ტრავმამ გადაფარა. Diario Sport-ი წერს, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელები მომხდარის გამო, განრისხებული არიან და თვლიან, რომ ლუის დე ლა ფუენტეს შეეძლო, გავისთვის დასვენების საშუალება მიეცა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, გავი საკუთარ ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება და „ფურია როხას“ ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს.