ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მორიგი მაგია კვარასგან“ | Gazzetta dello Sport-ი და Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერენ

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ორმა ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა. დღევანდელ ნომრებში, „პარტენოპეის“ ქართველ შემტევზე Gazzetta dello sport-ისა და Corriere dello Sport-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს.

„3 გოლი ეროვნულ ნაკრებში გამართულ 2 შეხვედრაში. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნეაპოლში ხვალ დაბრუნდება, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაცარის უკეთეს სავიზიტო ბარათს ვერ წარუდგენდა. თავის მხრივ, მაცარი ბედნიერი იქნება ფეხბურთელთან შეხვედრით, რომელსაც საკუთარი მოქმედებებით მატჩების ბედის გადაწყვეტა სხვებზე უკეთ შეუძლია. 4 დღეში გამართული 2 მატჩის შემდეგ, ხვიჩას ფიზიკური კონდიციების შეფასება აუცილებელი იქნება, მაცარიმ კი ქართველს გონება უნდა გაუთავისუფლოს, რათა გუნდის თავკაცი დაკარგული ღიმილის დაბრუნებაში დაეხმაროს“, - წერს Gazzetta.

„ვალტერ მაცარისთვის წარდგენილი მორიგი მაგია კვარას შესრულებით. 3 გოლი 2 შეხვედრაში და ესპანეთის კარში შეგდებული ბურთი. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთვის მზადაა, მაგრამ როგორც ვილი სანიოლი ამბობს, მას ბაიერნი, ბარსელონა და რეალი აკვირდებიან“, - წერს Corriere.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს და „ლა დეასთან“, „პარტენოპეის“ ახალი თავკაცის, ვალტერ მაცარის დებიუტი შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ხვიჩას მიმართ ინტერესი რეალს, ბაიერნსა და ბარსას აქვთ
სანიოლი: ხვიჩას მიმართ ინტერესი რეალს, ბაიერნსა და ბარსას აქვთ