ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი და დაბრუნება ნეაპოლში | რას წერენ იტალიური გამოცემები ხვიჩაზე

ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, რომლის დროსაც, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან და შოტლანდიასთან ითამაშა, „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „კვარაზე“ ცნობილმა გამოცემებმა დაწერეს და კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, „პარტენოპეის“ გეგმებიც გაგვიზიარეს.

Corriere dello Sport: „კვარა არის ფეხბურთი, რომელიც იპყრობს და ასევე არის მოქანდაკე, რომელიც ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 1.2 მილიონ ევროს იღებს. მისი ხელშეკრულება სასაუბრო თემა აუცილებლად გახდება და ეს მაშინ მოხდება, როცა კლუბის ამჟამინდელი პრობლემები წარსულს ჩაბარდება. როცა ნაპოლი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება და სტაბილური იქნება. ეს გარდაუვალია. საფეხბურთო სამყაროს გიგანტები, როგორებიც ბარსელონა, რეალი და ბაიერნი არიან, მისით უკვე ინტერესდებიან და ვინმე ვერ წარმოიდგენდა, რომ მას მხოლოდ მარსზე კი არა, დედამიწაზეც შეამჩნევდნენ?“

Calcionapoli24: „ეროვნულ ნაკრებში დადგმული შოუსა და 2 მატჩში გატანილი 3 გოლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დასაბრუნებლად მზადაა. მას უნდა, სეზონის არც თუ ისე კარგი სტარტი წარსულში დატოვოს და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად, გარღვევა მოახდინოს. კვარა ნეაპოლში ხვალ დაბრუნდება და ეგრევე ვალტერ მაცარის შეხვდება“.

Il Mattino: „ზაფხულში, კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საუბარი იყო. ნაპოლის სურს, ხვიჩა კვარაცხელია დაიცვას, მაგრამ ამ მომენტისთვის, მხარეებს შორის კონკრეტული არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს და „ლა დეასთან“, „პარტენოპეის“ ახალი თავკაცის, ვალტერ მაცარის დებიუტი შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 დაფარება და +21 | გოგას კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
4 დაფარება და +21 | გოგას კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ