ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ხვიჩას მიმართ ინტერესი რეალს, ბაიერნსა და ბარსას აქვთ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩას მიმართ ინტერესს „ბაიერნი’’, „რეალი’’ და „ბარსელონა’’ იჩენენ.

ვილი სანიოლი:„ნაპოლის’’ სახით კვარა ტოპ კლუბშია, თუმცა გარდაუვალია რომ საფეხბურთო გიგანტებს, როგორებიც „ბაიერნი’’, „რეალი’’ და „ბარსელონა’’ არიან ხვიჩას მიმართ ინტერესი აქვთ, ასეთ კლუბებში თამაში საოცნებოა, ყველა ფეხბურთელს აქვს იმის იმედი, რომ ასეთი გუნდის მაისურით ითამაშებს და მასთან ერთად მნიშვნელოვან ტიტულებს მოიგებს’’.

შეგახსენებთ, ესპანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლს ესპანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ხედავს თუ არა მას დიდ ესპანურ კლუბში, რაზეც ფრანგმა შემდეგი პასუხი გასცა: „ნორმალურია რომ მას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ თვლიან, ის საქმეს ბრწყინვალეს ასრულებს, მას საუკეთესოს ვუსურვებ, ანჩელოტისთან „ბაიერნში'' ვმუშაობდი, თუმცა მას ჩემთვის მის შესახებ კითხვით არ დაურეკავს''.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე 22 წლის ქართველმა შემტევმა ოთხივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა, ბერლინის „უნიონთან'' მატჩში თავი ბრწყინვალე საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ნოემბრის სანაკრებო პაუზას, შოტლანდიას დუბლი შეუსრულა და ესპანეთს გასვლით მატჩში გაუტანა, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები