გავის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა | მისთვის სეზონი დასრულებულია
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა ესპანეთთან გამართა. „ფურია როხამ“ „ჯვაროსნები“ 3:1 დაამარცხა, თუმცა, ესპანელთა გულშემატკივრებისთვის გამარჯვებისგან მიღებული სიხარული გავის ტრავმამ გადაფარა.
ესპანეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი მატჩის 26-ე წუთზე შეცვალეს და როგორც იქაური პრესა იტყობინება, გავის ტრავმა სერიოზულია. პირველადი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მან მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებულია.
Al Barça ja saben que Gavi s’ha trencat el lligament creuat del genoll, a l’espera de més proves. Estan molt molestos amb De la Fuente perquè el migcampista ho ha jugat tot i hi havia alternatives. Pèssima notícia per al nano i per al conjunt blaugrana. Cop molt dur. #frac1
— Marta Ramon Gorina (@Marta_Ramon) November 19, 2023
Diario Sport-ის მიხედვით, გავი ბარსელონაში გაემგზავრება და „ბლაუგრანას“ ექიმები დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, მისი სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ Diario Sport-ი წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელები განრისხებული არიან და თვლიან, რომ ლუის დე ლა ფუენტეს შეეძლო, გავისთვის დასვენების საშუალება მიეცა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, გავი საკუთარ ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება და „ფურია როხას“ ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, „ჯვაროსნებმა“ შესარჩევი ეტაპის 8 ტურში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. სანიოლის გუნდმა სატურნირო ცხრილში 8 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-4 ადგილი დაიკავა.