საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე გამარჯვებაა“ - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩზე

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, „ფურია როხადან“ კი თავი ლე ნორმანმა და ფერან ტორესმა გამოიჩინეს, მესამე გოლი კი საკუთარ კარში ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა დე ლა ფუენტემ:

გავის შესახებ წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ვაპირებთ დაველოდოთ ანალიზების პასუხებს და ამის შემდეგ შევაფასოთ ტრავმის სიმძიმე. ის მშვიდადაა, მაგრამ დანარჩენები ძალიან ვღელავთ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე გამარჯვებაა.

ვფიქრობ, ბევრი მომენტი შევქმენით და კარგად ვიმუშავეთ. ძალიან კარგად ვთამაშობდით როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, მაგრამ მეტოქემაც ღირსეულად ითამაშა და კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია.

დიდი პატივისცემა მოთამაშეებს და ძალიან მიხარია, რომ ეს ერთად შევძელით. რაც შეეხება კონტრაქტის განახლებას, ამასთან დაკავშირებით ყველა მშვიდად ვართ. მოვა დრო და ამაზე გავისაუბრებთ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და იმედი მაქვს, ფედერაციაც კმაყოფილია ჩემი მუშაობით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 8 ტურში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. სანიოლის გუნდმა სატურნირო ცხრილში 8 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ესპანეთს, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა 21 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან შოტლანდიას 4 ქულით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია“ - ესპანელები მატჩის შემდეგ
„საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია“ - ესპანელები მატჩის შემდეგ