ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

კვარას გოლი, ბრძოლა და მარცხი - საქართველომ შესარჩევი ესპანეთთან წაგებით დაასრულა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მატჩი სტუმრად, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და სამწუხაროდ ორბურთიანი სხვაობით, 3:1 დამარცხდა.

ვალიადოლიდში გამართული მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში თამაშის დებიუტში, მე-4 წუთზე ლე ნორმანმა გახსნა, რომელმაც ფერან ტორესის საჯარიმო ნიშნულიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ზუსტად დაუხვედრა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა ზუსტად მალევე აღადგინა. მე-10 წუთზე, მოედნის ცენტრში ესპანელების შეცდომის შემდეგ სიტუაციაში ზუსტად გიორგი ჩაკვეტაძე გაერკვა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია უნაი სიმონთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          ესპანელებმა წინ გასვლა მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე შეძლეს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის ბრწყინვალე კომბინაცია გოლად ფერან ტორესმა აქცია, ხოსე გაიამ კი საგოლე პასი მიითვალა. საბოლოოდ, ეს ეპიზოდი გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რეალური საგოლე ეპიზოდის შექმნა ვეღარ შეძლეს.

          Video Player is loading.
          Advertisement
          Current Time 0:00
          Duration -:-
          Loaded: 0%
          Stream Type LIVE
          Remaining Time 0:00
          1x
            • Chapters
            • descriptions off, selected
            • subtitles off, selected

              გიორგი მამარდაშვილის კარში მესამე გოლი 72-ე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა, რომელმაც იამალის მიერ ჩაწოდებული ბურთის მოგერიება სცადა, თუმცა, სამწუხაროდ ბურთი აეჭრა და საბოლოოდ, ავტოგოლი მიითვალა.

              Video Player is loading.
              Advertisement
              Current Time 0:00
              Duration -:-
              Loaded: 0%
              Stream Type LIVE
              Remaining Time 0:00
              1x
                • Chapters
                • descriptions off, selected
                • subtitles off, selected

                  საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 8 ტურში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. სანიოლის გუნდმა სატურნირო ცხრილში 8 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ესპანეთს, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა 21 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან შოტლანდიას 4 ქულით გაუსწრო.

                  მსგავსი სიახლეები

                  ცხელი ამბები