ბათუმის დინამო
Aa
Aa

მარცხი რიზესპორთან - ბათუმის დინამომ ამხანაგური შეხვედრა გამართა

სანაკრებო თამაშებისგან გამოწვეული შესვენების გამო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ თურქეთში, Çaykur Didi Stadyumu-ს სტადიონზე „რიზესპორს“ დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

ამხანაგური შეხვედრა ყველა მედიასაშუალებისთვის დახურული იყო, „დინამოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით კი ანდრეი დემჩენკოს გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

კვასხვაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, ბალიჩი, ბაგრატიონი, ტეიდი, ზარია, ბიძინაშვილი, იაკობსენი, წიტაიშვილი, ვაწაძე.

ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე ოსკარ პინჩის გოლით გახსნეს და ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე კასპერ ჰიოერმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 65-ე წუთზე იაკობსენმა მასპინძელთა კარში ერთი ბურთი გაქვითა. 82-ე წუთზე ოსმანოღლუმ კვლავ ორბურთიანი უპირატესობა დააბრუნა, საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე, ცოტნე ფაცაციამ დააფიქსირა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს განახლდება, ბათუმის „დინამო“ კი თავის მატჩს 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „თელავთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები