ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი ძიუდოში
Aa
Aa

U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ძიუდოისტთა 23-წლამდე ნაკრებმა გერმანიის ქალაქ პოტსდამში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდურ შეჯიბრში, ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანის ნაკრები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

უფრო ადრე, საქართველოს ნაკრებმა 1/4 ფინალში ნიდერლანდების ნაკრების დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში ვერ შეძლო და დუელის 3:4 წაგების შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ავსტრიას 4:2 სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ზაურ დვალიშვილი (-81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება იპონით: დვალაშვილი ევროპის ჩემპიონია (U23)
გამარჯვება იპონით: დვალაშვილი ევროპის ჩემპიონია (U23)