რომან დოლიძე
Aa
Aa

Main Event-ი და 5-რაუნდიანი ბრძოლა - რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 2024 წლის 4 თებერვალს თავის მორიგ ორთაბრძოლას გამართავს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველის მეტოქე საფრანგეთის სახელით მებრძოლი ნასურდინ იმავოვი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება (დოლიძისთვის კარიერაში პირველი) და 5 რაუნდს გაგრძელდება.

იმავოვი 28 წლის არის და საშუალო წონის რეიტინგში მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ჯამში MMA-ში მის ანგარიშზე 17 ბრძოლაა, რომელთაგან 12 მოიგო და 5 დათმო. უშუალოდ UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული, 4 მოიგო და 2 დათმო. 1 კი შედეგის გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ დოლიძეს ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ „მკვლელმა გორილამ“ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

ცნობისთვის, განახლებულ ტოპ 15-ში, დოლიძე მე-7 პოზიციაზეა. MMA-ში მას 14 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 12 მოიგო. წლეულს ქართველთან ბრძოლას უკვე მეორე მებრძოლი ჩაეხსნა. რომანს ჯერ დერეკ ბრანსონთან უნდა ეჩხუბა, რომელმაც UFC-ი საერთოდ დატოვა, შემდეგ კი კანონიერთან.

რომან დოლიძე ოქტაგონზე ბოლოს 2023 წლის მარტში ვიხილეთ, როცა მარვინ ვეტორისთან (19-7) ბრძოლა არბიტრების ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერ სრულყოფილი მებრძოლი ვარ“ | თოფურიამ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა
„სუპერ სრულყოფილი მებრძოლი ვარ“ | თოფურიამ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა