ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ჯუღელი: კვარამ მითხრა, აი განახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „სპორტი იმედზე“-ის ეთერში სტუმრობისას ხვიჩაზე, ეროვნულ ნაკრებზე და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

ხვიჩას პირველი სეზონი ნეაპოლში

„ხვიჩას თაობაზე თავიდანვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა. რაც შემდეგ გააკეთა, პირველივე სეზონში, ეს სასწაული იყო. თუ რამე იყო ყველაფერი მოიგო.

„აი განახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო“ - ეს თავად მითხრა.

გარდა იმისა, რომ ის ტალანტია, არის საოცარი ადამიანი, პროფესიონალი. რა დონის ფეხბურთელიც არის, იმ დონის ადამიანია“.

ანჩელოტის ინტერესი კვარაზე

„ანჩელოტის ევერტონში მუშაობისას კვარას შეძენა უნდოდა. როცა რუბინში იყო, იმ მომენტში ევერტონს ხვიჩას შეძენა სურდა“.

ახალი კონტრაქტის შესახებ

„დე ლაურენტისი კარგი ადამიანია. ვინ როგორ უყურებს ამას, ეს სხვა საქმეა. ჩვენ რასაც დაგვპირდა ყველაფერი გააკეთა. ისეთი კაცია, ის მას არაფერს დაუკარგავს. რასაც ხვიჩა იმსახურებს, ამას დე ლაურენტისი აუცილებლად მისცემს.

გასაგებია, რომ ხვიჩას მეტი ეკუთვნის. ვინც ამას არ ამბობს, ნორმალური არ არის. თუმცა კვარა ამას აუცილებლად მიიღებს. მოვა ამის დროც.

ხვიჩა და მისი ოჯახი დღეს ყველაფრით კმაყოფილები არიან. გასაგებია, რომ მას ათჯერ მეტი ეკუთვნის. უახლოეს მომავალში კვარაცხელიას კონტრაქტი განახლდება და იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს“.

რუდი გარსიას შესახებ

„დე ლაურენტისმა თავისი საქმე თავად იცის. რა თქმა უნდა, ნაპოლის ემპოლისთან მარადონაზე არ უნდა წაეგო. ეს ბავშვმაც იცის“.

ნაკრების შანსები ერთა ლიგაზე

„მთავარია როგორ შევხვდებით კონკრეტულ მატჩს. კარგი გუნდი გვყავს და მჯერა, რომ მოვუგებთ ლუქსემბურგს, თუმცა წინასწარ საუბარი რთულია. ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ბიჭებს ბევრი შეუძლიათ“.

პრობლემები დაცვის ხაზში

„შოტლანდიასთან ლოჩოშვილი, რომ დაიმტვრა უფრო ტანმაღალი მცველის შეყვანა იყო საჭირო. მე ასე მოვიქცეოდი. უფრო მეტად იმ მომენტში გელაშვილზე გავაკეთებდი აქცენტს.

სანიოლმა კალანდაძე ამჯობინა, უფრო მეტი სანაკრებო გამოცდილება ჰქონდა და იმიტომ. ვერ გაიგებ. აქ, რომ ვსხედვართ აქედან საუბარი ადვილია“.

კვარა წელს უკეთეს ფორმაშია

„ხვიჩას მომატებული აქვს. ძალიან მაგარ ფორმაშია. სტატისტიკაც უკეთესი აქვს. ყველა დარტყმული ვერ გავა, თუმცა ესეც მოვა, გოლებიც იქნება.

რაც მე ხვიჩას ვიცნობ, ყოველთვის ასეა - ყოველ მომდევნო სეზონში უმატებს. როგორც ვარსკვლავს შეესაბამება ისე თამაშობს“.

კვარა და ჩაკვე

„კვარაცხელიას ყველგან თამაში შეუძლია, ორივე ფლანგზე, ცენტრში. ის და ჩაკვეტაძე ევროპის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებს“.

ქართველები იტალიაში

„კვარამ სერია A-სთვის გზა გახსნა. ახლა უკვე ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს კვერნაძე. თუ მანაც გაამართლა, უკეთესი იქნება. მისი თამაშითაც კმაყოფილები არიან იტალიაში.

კვერნაძეც ხვიჩას მსგავსად მონდომებულია, ბაზიდან არ გადის, მონდომებით ვარჯიშობს. მალე მეტს შანსს მიიღებს.

მიქაუტაძის ტრანსფერზე

„მიქაუტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია, სერიოზული ფორვარდია. მაგრამ ჩემი აზრით, სერია A-ში, რომ მოხვედრილიყო კარგი იქნებოდა. სტილისტურად უფრო მოუხდებოდა. ვიცნობ მის სათამაშო სტილს. ჰქონდა კიდეც იტალიიდან ვარიანტები.

მებრძოლი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ აიაქსშიც მოახდენს ადაპტაციას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ანჩელოტისთან ვმუშაობდი, მაგრამ კვარას შესახებ არ დაურეკავს
სანიოლი: ანჩელოტისთან ვმუშაობდი, მაგრამ კვარას შესახებ არ დაურეკავს