ახალი რეკორდი - ფრანგებმა გერმანელების შედეგი გააუმჯობესეს
საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რეკორდი დაამყარა. დიდიე დეშამის გუნდმა გიბრალტარი არ დაინდო და მე-18 წუთზე უმცირესობაში დარჩენილი მეტოქე 14:0 გაანადგურა.
ეს ევროშესარჩევზე გამართულ შეხვედრებს შორის ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩია. აქამდე ისტორიაში 14 ბურთიანი სხვაობით გამარჯვება არავის ჰქონდა.
ამ მატჩამდე რეკორდი გერმანიის ნაკრებს ეკუთვნოდა - 2006 წელს 13:0 სან მარინოსთან.
საფრანგეთი ასევე გახდა უეფას პირველი წარმომადგენელი, რომელმაც 1967 წლის შემდეგ პირველად 14 გოლი გაიტანა. ბოლოს ეს დანიამ გააკეთა ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში (14:2) გააკეთა.
ფრანგები B ჯგუფს 7-დან 7 მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობენ. ბოლო ტურის მატჩს 21 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთში გამართავენ.