თბილისის ელიტა
Aa
Aa

თბილისის ელიტა ქალთა ლიგა 2-ის ჩემპიონია

დასრულდა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგა 2-ის სეზონი. 30-ე ტურში ჩემპიონის ბედი ირკვეოდა. თბილისის „ელიტა“ ხაშურის „ივერიას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 4:2 დაამარცხა. ამ შედეგით კი თბილისური კლუბი ჩემპიონი გახდა და უშუალო კონკურენტს „რაჭას“ აჯობა.

სტუმართა მხრიდან გოლები მარიამ რომანჩუკმა(2), შორენა ჯანეზაშვილმა და ანა პოღოსიანმა გაიტანეს.

ცნობისთვის, ჩემპიონატი იმდენად დაძაბული იყო, რომ, როგორც უკვე მოგახსენეთ ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გამოვლინდა.

„ელიტას“ და „რაჭას“ თანაბარი ქულები დაუგროვდათ, თუმცა კახა კეკელიძის გუნდი ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო მოწინავე პოზიციაზე მოგვევლინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისურმა გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორი მატჩი წააგო.

მომავალი სეზონიდან თბილისის „ელიტა“ პირველ ლიგაში იასპარეზებს. მეორე ლიგაში კი დინამო სოხუმი გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები