დე ლა ფუენტე: საქართველოსთან აუცლებლად უნდა მოვიგოთ, თან კარგად ვითამაშოთ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
„მადლობა ქალაქს ასეთი თბილი დახვედრისთვის. ჩვენ დიდი გუნდის შენების გზაზე ვართ. ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, მათ ერთა ლიგა მოიგეს, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, თუმცა მოდუნებას არ ვაპირებთ. ჩვენს გზაზე უნდა დავრჩეთ და ხვალ გამარჯვებას ვაპირებთ.
ჩვენი ყოველი ნაბიჯი უკეთესი უნდა იყოს. ამჯერად საქართველოსთან მატჩზე ვართ ფოკუსირებულები და ვამბობ, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თან ეს კარგად უნდა გავაკეთოთ.
საქართველოსთან მატჩი ჩვენი თამაშის გასაუმჯობესებლად ხელსაყრელი წინაპირობაა. წარმატებული სერია გარანტია არაა, თუმცა ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად პასუხისმგებლობაც იზრდება, რომ სერია გავაგრძელოთ და კვლავ გავიმარჯვოთ. ხვალ უნდა გავიმარჯვო და მოგება დამაჯერებელი უნდა იყოს, საუკეთესო ფეხბურთელების მონაწილეობით. ჩვენ უფრო უკეთ თამაშიც შეგვიძლია“.
ვილი სანიოლის გუნდს ესპანეთთან მატჩში შოტლანდიასთან დაშავებული ლევან შენგელია დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ვლაიდოლიდში 23:45 საათზე დაიწყება და მის ნახვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეძლებთ.