საბა ინანეიშვილი, ნინო გულბანი, ზაურ დვალაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი ძიუდოში
Aa
Aa

გამარჯვება იპონით: დვალაშვილი ევროპის ჩემპიონია (U23)

ძიუდოში, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ზაურ დვალაშვილმა ბელგიელი იარნ დიუკი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე გეტყვით რომ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართება, აბსოლუტურ წონაში საბა ინანეიშვილის მეტოქე ირაკლი დემეტრაშვილია.

70 კგ. წონით კატეგორიაში ნინო გულბანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიელ ტაის პინასთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ პოტსდამში იმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები