U19: საქართველომ მოლდოვასაც მოუგო და ელიტ-რაუნდშია
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი კვიპროსთან გამარჯვებით (2:0) დაიწყო. მეორე ტურის მატჩი კი დღეს მოლდოველების წინააღმდეგ გამართა და 2:1 მოიგო.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და უკეთესადაც გამოიყურებოდნენ. მე-8 წუთზე ცოტნე ბერელიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ლუკა შეროზიამ გოლად აქცია.
მეტოქემ წონასწორობის აღდგენა 35-ე წუთზე დან-ანჯელო ბოცანის ულამაზესი გოლით შეძლო.
მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა წინ გასვლა კვლავ შეძლეს. 64-ე წუთზე ლორდქიფანიძემ ლამაზი კონტრიერიში სწორი გარღვევით გააგრძელა და ლუკა შეროზიას გადააწოდა, რომელმაც მცირე სივრცეში ჭკვიანურად დაარტყა და გაიტანა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ესპანეთმა კვიპროსი 2:0 დაამარცხა. საქართველომ და ესპანეთმა ელიტ-რაუნდში თამაში გაინაღდეს, მათ აქტივში 6-6 ქულაა, ხოლო კვიპროსმა და მოლდოვამ საწყის ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვეს.
მესამე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის 21 ნოემბერს, „მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.