„რონალდუზე ვიცოდით, რომ კოული გააჩერებდა, მესისთვის კი მთელი კვირა ვემზადებოდით“
„ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა და ისინი შეადარა.
„როდესაც რონალდუს დროს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ვიცოდით, რომ ეშლი კოულს მასთან გამკლავება შეეძლო.
მაგრამ ყოველი შეხვედრა ბარსელონასთან - ღმერთო ჩემო! მთელი კვირის განმავლობაში ყველა ვარჯიში მესის დაეთმო. მის გვერდით 2-3 მოთამაშე გვჭირდება, რადგან მის წინააღმდეგ არ შეიძლება თავს ერთი მოთამაშით იცავდე, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ბარსელონა კი ისე თამაშობდა, რომ ერთადერთი მიზანი მისთვის ბურთის მიტანა იყო.
ის მხოლოდ თამაშს უყურებს. ვიცი, რომ ჩვენ ყველა ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მოძრაობს ლეო მოედანზე, მაგრამ ის ამას აკეთებს იმისათვის, რომ სივრცე იპოვოს. როგორც კი ბურთი მასთან მიაღწევს, მოძრაობა იწყება: ყველა დარბის, ყველა მოძრაობს. ძალიან რთულია. როგორ მუშაობს ის ბურთთან და არიგებს პასებს...
მათი შედარების შესახებ ვიცი, ამაზე საუბარი შემიძლია, რადგან ორივეს წინააღმდეგ ვითამაშე. არ ვიტყვი, რომ მესი რონალდუზე მილებით წინ არის, რადგან რონალდუმ ბევრს მიაღწია, მაგრამ, ჩემი აზრით, შესადარებელი არაფერია, მესი სხვა პლანეტიდანაა.
თამაშის გეგმა იყო უბრალოდ ის, რომ მესისთვის უნდა ჩაგვერტყა, რადგან ბურთის წაღების საშუალება არ მისცემოდა, მასთან საკმარისად მიახლოების საშუალება არ იყო. გგონია, რომ ეს თითქმის გააკეთე და უცებ - მესი ქრება. და უყურეთ მატჩებს: თითოეული ჩვენგანი ცდილობს მას ბურთი წაართვას, ეს არის მისი შეჩერების ერთადერთი გზა.
რონალდუს შემთხვევაში კი გვეგონა, რომ კოული მასთან გამკლავებას შეძლებდა. სულ ეს არის“.
- განაცხადა ობი მიკელმა რიო ფერდინანდთან პოდკასტისას.