ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Scotsman: სამწუხაროდ ხვიჩას შოტლანდიელი ბებია არ ჰყავს

საქართველო შოტლანდიის მატჩის შემდეგ, შოტლანდიური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად წერს.

დღეს გამოცემა scotsman-მა თავიანთი ნაკრების შესახებ დაწერილ სტატიაში ხვიჩაც ახსენა. შოტლანდიელები თვლიან, რომ სტივ კლარკის გუნდს, სწორედ კვარას მსგავსი X-ფაქტორი აკლია.

„ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც შოტლანდიის ნაკრებსა და სტივ კლარკს ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად სჭირდებათ. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას ბებია ან ბაბუა დანუნიდან (ქალაქი შოტლანდიაში) არ ჰყავს. არც სხვა რომელიმე რეგიონიდან.

კვარაცხელიამ აჩვენა, რომ ის გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეა, ვიდრე ჰარვი ბარნსი. ნიუკასლის შემტევი მსგავსი მოთამაშეა, მასაც მარცხნიდან მოქმედება უყვარს, თუმცა ქართველი მაესტროსგან განსხვავებით მას ფეთქებადობა აკლია. სიმართლე, რომ ვთქვათ, ევროპაში დღეს ძალიან ცოტა (საერთოდ თუ არის) მოთამაშეა, რომელსაც კვარაცხელიას როლში ისევე კარგად თამაში შეუძლია, როგორც ქართველს.

კვარაცხელიას ჩვენთან მატჩში დაცვითი მოვალეობები არ ჰქონდა. ის საწყისი წუთებიდანვე პრობლემებს იწვევდა. მიზანმიმართულად რაიან პორტეუსკენ მოძრაობდა და მას ხშირად ცდებოდა. ეს იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მძიმე ღამე გველოდა. თუმცა შოტლანდიამ გაძლო. მაკტომინეიმ გააკეთა ის, რაც გააკეთა და შენკლენდმა შეგვახსენა, რომ მინიმალური შანსის გამოყენებაც შეუძლია. სავარაუდოდ მან, ევრო 2024-ისთვის შემადგენლობაში ადგილი დაიჯავშნა.

კვარამ ნაკრებში უკვე 27 მატჩი ჩაატარა. მან ყველას, ვისაც მის შესაძლებლობებში ეჭვი ჯერაც ეპარებოდა დაუმტკიცა, რომ იგი ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია.

რას არ გაიღებდა შოტლანდია, რომ მომავალ ზაფხულში გერმანიაში ხვიჩას თვითმფრინავით წაყვანა შესძლებოდა. ქართველი აშკარად ის მოთამაშეა, რომელიც კლარკის გუნდს აკლია. ამ მატჩმა კვლავ დაგვანახა, რომ ჩვენს გუნდს აშკარად მოთამაშე X-ფაქტორი აკლია“.

- წერს შოტლანდიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“