ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

„გარსიას გარდა კიდევ 4 დამნაშავე იყო, კვარა ერთ-ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი

La Gazzetta delo Sport-ის ჟურნალისტმა, მიმო მალფიტანომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. მალფიტანო „პარტენოპეის“ ყოფილი თავკაცის, რუდი გარსიას გაშვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის წარუმატებელი ასპარეზობა მხოლოდ მისი ბრალი არ ყოფილა.

„რუდი გარსიამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ერთადერთი არ ყოფილა და კიდევ 4 დამნაშავის დასახელება შემიძლია. ვისზე მაქვს საუბარი? რამდენიმეს უპრობლემოდ დავასახელებ. არიან ფეხბურთელები, რომლებიც წარსულთან შედარებით, გუნდს თავიანთი შესაძლებლობების ნახევარს და მეოთხედსაც არ აძლევდნენ. ვგულისხმობ ჯოვანი დი ლორენცოს, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს. ნიგერიელი თავდამსხმელი ახლა ამოუცნობი ობიექტია“.

შეგახსენებთ, რომ გარსია „პარტენოპეის“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. გარსიასთან ერთად, მოქმედმა ჩემპიონმა 16 მატჩი ჩაატარა, რომლებიდანაც 8 მოიგო, 4 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ანტონიო კონტეს დანიშვნა სურდა, თუმცა იტალიელმა უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ვალტერ მაცარი 2009/2013 წლებში „ნაპოლის“ წვრთნიდა. სხვადასხვა დროს კი ის სათავეში „ინტერს“, „ტორინოს“, „კალიარის“, „სამპდორიას“, „უოტფორდს“, „რეჯინას“ და „ლივორნოს“ ედგა სათავეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა, სცენა დაიბრუნოს“ | Goal Italia-ს სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე
„მზადაა, სცენა დაიბრუნოს“ | Goal Italia-ს სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე