ლუის რუბიალესი
Aa
Aa

3-წლიანი დისკვალიფიკაცია | რუბიალესი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომაც დასაჯა

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მისი შტაბ-ბინა ლოზანაში მდებარეობს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი დასაჯა. ფიფას მსგავსად, რუბიალესს CAS-მაც 3-წლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუბიალესის ორი ჟესტი განიხილა. ერთი ჯენიფერ ერმოსოსთვის კოცნას უკავშირდება, მეორე - ლოჟაში ყოფნისას განხორციელებულ ქმედებას, როცა ხელი სასქესი ორგანოზო მოიკიდა. მოსამართლე ალფონსო რამოსმა ჩათვალა, რომ თითოეული ჟესტისთვის რუბიალესს 1.5-წლიანი დისკვალიფიკაცია უნდა მიეღო.

აღსანიშნავია, რომ CAS-ის გადაწყვეტილება ფიფას სასჯელთან კავშირში არაა და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუბიალესი ცალკე დასაჯა, თუმცა იგივე დისკვალიფიკაცია დააკისრა, რაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ.

შეგახსენებთ, რომ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო, დაჯილდოების ცერემონიაზე კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, რუბიალესს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა, სცენა დაიბრუნოს“ | Goal Italia-ს სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე
„მზადაა, სცენა დაიბრუნოს“ | Goal Italia-ს სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე