ევერტონი, ბარნლი, ლესტერი, ლიდსი
Aa
Aa

ევერტონის პრობლემები გრძელდება | კლუბები აპირებენ სასამართლოში უჩივლონ

„ევერტონის“ პრობლემები გრძელდება. პრემიერ ლიგამ „კანფეტებს“ 10 ქულა ჩამოაკლო და ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, „ბარნლი“, „ლიდსი“ და „ლესტერი“ აპირებენ, ლივერპულელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

როგორც ირკვევა, „ბარნლი“, „ლიდსი“ და „ლესტერი“ თვლიან, რომ „ევერტონი“ ფინანსური წესების დარღვევის გამო თავის დროზე უნდა დასჯილიყო და გეგმავენ, „კანფეტებისგან“ ზარალის ანაზღაურების მიზნით, 300 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვონ. „ლიდსი“ და „ლესტერი“ პრემიერ ლიგიდან გასულ სეზონში გავარდნენ, „ბარნლის“ კი იგივე ბედი 2021/22 წლების სეზონში ეწია და მათ სწორედ ამ ზარალის ანაზღაურება სურთ.

პრემიერ ლიგის წესების მიხედვით, კლუბების უფლება აქვთ, სამი წლის განმავლობაში 105 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ზარალი ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სანქციები დაუწესდებათ. 2021/22 წლების სეზონის ბოლოს, „ევერტონის“ ზარალმა 125 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა და „კანფეტებმა“ სანქციები სწორედ ამიტომ მიიღეს.

10 ქულის დაკლება პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში უკვე აისახა. „ევერტონს“ 4 ქულა აქვს, მე-19 ადგილზე იმყოფება და მე-17 პოზიციაზე მყოფ „ლუტონს“ 2 ქულით ჩამორჩება. „კანფეტები“ მომდევნო შეხვედრას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“