„კვარა და პოლიტანო ამ როლში ვერ წარმომიდგენია“ - იტალიელი ჟურნალისტი
Corriere dello Sport –ის ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანო დარწმუნებული არ არის, რომ ვალტერ მაცარი აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნას შეასრულებს და 4-3-3 სქემით ითამაშებს.
„მიჭირს იმის დაჯერება, რომ მაცარი იმ ფეხბურთში ჩაიძირება, რომელიც მას არასოდეს უთამაშია... არ მინდა ცრუმორწმუნე ვიყო. ასე, რომ დაველოდები რამდენიმე თამაშს და შემდეგ გავიგებ რა მოხდება.
არ მჯერა, რომ მაცარი 4 მცველით ითამაშებს. 3-5-2? არ ვიცი, მიჭირს კვარასა და პოლიტანოს ნახევარდაცვაში წარმოდგენა. 3-4-3? ვკანკალებ იმდენად მიჭირს ანგისას ან ზიელინსკის დათმობა და რომელიმე მათგანის თადარიგში დატოვება.
ყველაზე მეტად ველოდები, რომ მაცარი ლინდსტრომისგან რაიმეს შექმნის, რადგან მას დიდი ნიჭი აქვს და ასე არ უნდა იფლანგებოდეს. ის მარჯვენა გარემარბი არ არის და მას სწორი პოზიცია უნდა მოუძებნონ“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სანაკრებო პაუზის შემდეგ, 4 ურთულესი მატჩი ელის. ნეაპოლელები მიჯრით „ატალანტას“ (25 ნოემბერი, 21:00, სტუმრად), „რეალს“ (29 ნოემბერი, 23:55, სტუმრად), „ინტერსა“ (3 დეკემბერი, 23:45, შინ) და „იუვენტუსს“ (8 დეკემბერი, 23:45, სტუმრად) დაუპირისპირდებიან.