ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ვინ არის ემოციური Ball boy საქართველო - შოტლანდიის მატჩიდან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, თბილისში გამართა. დინამო არენაზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ დასრულდა (2-2).

განსაკუთრებული გამოვიდა ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი, რომელითაც ანგარიში გაიხსნა. ხვიჩამ მეტოქეს მე-15 წუთზე, ოთარ კაკაბაძის შედეგიანი გადაცემის შემდეგ გაუტანა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად აღნიშნა. ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა ბურთის მიმწოდებელი ბიჭიც, რომელიც კადრში ბევრჯერ ვნახეთ. ემოციები, რომელიც ბავშვმა ჩვენამდე მოიტანა, განსაკუთრებულად განსაკუთრებული აღმოჩნდა.

 

დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ბავშვი 2012 წლის 17 მაისს დაბადებული თემო ლაბაძეა, თავადაც ფეხბურთელი, ამპლუით ფორვარდი. თემო 11 წლის არის და დინამო თბილისის აკადემიაში ირიცხება.

საინტერესოა, რომ თემო ჩემპიონთა ლიგის ჟურნალმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებულ ფილმში გადაიღო.

დინამო თბილისის აკადემიაში თემო სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელად დამიხასიათეს. მითხრეს, რომ როცა მის თამაშს მოედანზე შეხედავ, ყველასგან გამოარჩევ.

View this post on Instagram

A post shared by TemoLabadze (@temolaba7)

პატარა ფეხბურთელს, სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც აქვს, სადაც გამომწერებს მატჩებიდან გამორჩეულ მომენტებს უზიარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბელგიაში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემს სახლში სულ იყო“- როგორ უთხრა ქართველმა მეკარემ უარი ბელგიას
„ბელგიაში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემს სახლში სულ იყო“- როგორ უთხრა ქართველმა მეკარემ უარი ბელგიას