მადრიდის რეალი, ვინისიუს ჟუნიორი, ედუარდო კამავინგა, სელესაო
Aa
Aa

რეალი ვინისიუსისა და კამავინგას გარეშე? - ფრანგი იანვარში დაბრუნდება

მადრიდის „რეალის’’ მარცხენა მცველი ედუარდო კამავინგა ტრავმირებულია, მუხლის ტრავმის გამო 2-2,5-თვეს გამოტოვებს. Relevo-ს ინფორმაციით, კამავინგა იანვარში  ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშებს. სუპერთასი 10-14 იანვარს საუდის არაბეთში გაიმართება. Cope-ს ჟურნალისტის, არანჩა როდრიგესის ინფორმაციით, დაახლოებით 8-10 კვირაში თამაშისთვის მზად იქნება.

21 წლის ედუარდო კამავინგამ ამ სეზონში ლა ლიგის 13 მატჩში ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა.

კამავინგას მსგავსად შესაძლოა მადრიდის „რეალს'' კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინისიუს ჟუნიორი გამოაკლდეს, რომელმაც „სელესაოში'' კოლუმბიასთან მატჩისას ტრავმა მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების სავარაუდო დრო უცნობია. კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ ვინისიუსმა განაცხადა, რომ მისი არგენტინასთან თამაშის შანსი მცირეა. ეს შეხვედრა 22 ნოემბერს გაიმართება.

23 წლის ვინისიუსმა ამ სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში 13 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები