რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, საბა ხვადაგიანი, საბა მამაცაშვილი
Aa
Aa

სვანაძე: იმ მომენტების ნახევარი მაინც უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც ვქმნით

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სტუმრად საბა მამაცაშვილის ერთადერთი გოლით ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს უფრო მეტი გოლი უნდა გაეტანათ, საგოლე მომენტების გამოუყენებლობა პრობლემად რჩება, რაზეც მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ ისაუბრა.

რამაზ სვანაძის, საბა ხვადაგიანისა და საბა მამაცაშვილის შეფასებები

ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში საქართველოს აქტივში 3 მოგება (შინ გიბრალტართან 2:0, სტუმრად მოლდოვასთან 0:1 და ასევე სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1), 1 ფრე (შინ შვედეთთან 0:0) და 1 მარცხია (შინ ნიდელანდებთან 0:3).

ამ ეტაპზე ნიდერლანდები 10 ქულით ლიდერია, საქართველოს აქტივში 10 ქულაა, რომელსაც შვედეთი 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ნიდერლანდებმა და საქართველომ 5-5 მატჩი გამართეს, შვედეთმა კი 4 შეხვედრა ჩაატარა. მათ მოჰყვებიან მოლდოვა 6 ქულით, ჩრდილოეთ მაკედონია 3 ქულით, გიბრალტარი 0 ქულით აუტსაიდერია.

რამაზ სვანაძის გუნდი შემდეგ მატჩს 2024 წლის 26 მარტს სტუმრად გიბრალტართან გამართავს.

ფოტო/ვიდეო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები