„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“
საქართველო შოტლანდიის (2:2) შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე იტალიურ პრესაში გამოხმაურებები არ წყდება.
ამჯერად Area Napoli ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემაზე და მასში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე წერს, რომელმაც შესაძლოა გავლენა ვალტერ მაცარის ხედვებზეც მოახდინოს.
„კვარაცხელია მატჩის აბსოლუტური გმირი იყო. მან მეორე ფორვარდის როლში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მიქაუტაძესთან ერთად შეტევაში მოქმედებდა - 5-4-1 სქემა, რომელიც შეტევისას 3-5-2-ად ფორმირდებოდა. ხვიჩასთვის ეს განსხვავებული სათამაშო პოზიციაა, რასაც ის ნაპოლიში თამაშობს.
კვარას გავლენა ნაკრების თამაშზე აშკარაა. ამან შესაძლოა ნაპოლის სამწვრთნელო შტაბს ტაქტიკის შეცვლა აიძულოს, ინდივიდუალური და კოლექტიური გაუმჯობესების იმედით. ვალტერ მაცარიმ ხვიჩას თამაშს თვალი მიადევნა და ყველაფერს აუცილებლად გაითვალისწინებს.
ახალ სათამაშო სქემაზე გადასვლა რისკებს ყოველთვის შეიცავს, მაგრამ ეს შესაძლოა კვარაცხელიას თვისებების სრულად გამოვლენისა და გუნდის სათამაშო ხარისხის გაუმჯობესების გასაღები იყოს. ახლა გასარკვევია რეალურად მიიღებს, თუ არა ასეთ გადაწყვეტილებას მაცარი სანაკრებო პაუზის შემდეგ. და როგორ იმოქმედებს ეს ნაპოლის სეზონის მსვლელობაზე. ვნახოთ რა მოხდება“.
- წერს Area Napoli.
იტალიური პრესის მიხედვით, ვალტერ მაცარი დე ლაურენტისს დაჰპირდა, რომ სპალეტის 4-3-3-ს შეინარჩუნებს, თუმცა მას სათადარიგო სქემაც ექნება, რომელიც 3-5-2-ზე გადასვლას მოიცავს. ეს კი მისი საყვარელი ტაქტიკაა. ყველაფერი სანაკრებო შესვენების შემდეგ გამოჩნდება.