სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„მინდორზე კოტრიალი და პატარა ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა“ - მაკტომინეი ქართველებზე

შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა, სკოტ მაკტომინეიმ საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა „ჯვაროსნების“ მოთამაშეები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი სამარცხვინოდ იქცეოდნენ.

„საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ისინი მსახიობობდნენ და მათი მხრიდან, ჩვენი და მსაჯის პროვოცირების მცდელობები, სამარცხვინო ქმედებები იყო. თუმცა, ეს ფეხბურთია და ალბათ, ასეც ხდება ხოლმე.

აუცილებელია რაღაც მოიმოქმედონ (ფეხბურთის მესვეურებს გულისხმობს) მოთამაშეებთან დაკავშირებით, რომლებიც თავს გვაჩვენებენ, რომ ტრავმირებული არიან, რეალურად კი არაფერი სჭირთ. ამ ყველაფრისთვის სახელის მოფიქრება რთულია, მაგრამ მინდორზე კოტრიალი და მთელი მატჩის განმავლობაში პატარა ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა. გვინდოდა, ჩვენი თამაში გვეთამაშა და მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, მეტოქის მიზანი კი მსაჯის პროვოცირება გახლდათ“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-4 ადგილზეა და დასკვნით შეხვედრას 19 ნოემბერს ესპანეთში (23:45) გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაშლილი წვეულება, WIFI-ის პაროლი და კვარადონა | AS-ი ხვიჩაზე და შოტლანდიასთან მატჩზე
ჩაშლილი წვეულება, WIFI-ის პაროლი და კვარადონა | AS-ი ხვიჩაზე და შოტლანდიასთან მატჩზე