ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

ფრე შოტლანდიასთან - ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული მოგება

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ვილი სანიოლმა ამჯერადაც ნაცადი სქემა გამოიყენა და მეტოქეს 3-5-2-ით დაუპირისპირდა. ამან შედეგი პირველივე ტაიმში გამოიღო და დაწინაურება მალევე შევძელით.

მე-15 წუთზე ჩაკვეტაძე-კაკაბაძე-კვარაცხელიას სამსვლიანი კომბინაცია ხვიჩას ვარდნაში შესრულებული დარტყმითა და გოლით დაგვირგვინდა.

პირველ ტაიმში კარისკენ 4-ჯერ დავარტყით და აქედან 3-ჯერ ზუსტი იყო. მეტოქეს კი ჩვენი კარისკენ 6-ჯერ დარტყმული მამარდაშვილამდე არ მისულა.

შესვენებაზე სტივ კლარკმა გუნდი გამოაფხიზლა და სკოტი მაკტომინეიმ 49-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან მეკარის კუთხეში დაარტყა და გაიტანა. ამ მომენტში საყრდენ ზონაში არსებული პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

57-ე წუთზე კვარამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ შოტლანდიას შორეულ კუთხეში ჩვეულ სტილში გაუტანა.

61-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, მამარდაშვილმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

ამის შემდეგ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ტაქტიკურად დიდი შეცდომა დაუშვა და თამაში მეტოქეს სრულად გადააბარა. ბურთზე უარი, ზედმეტად ღრმად უკან ჩაწევა და შეტევაზე უარის თქმა.

შედეგად დავისაჯეთ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ 92-ე წუთზე შანკლენდმა თავური დარტყმით გაგვიტანა. აქაც ჩაწოდებისას დაცვა ჩავარდა. კალანდაძე 2 მეტოქის წინააღმდეგ მარტო დარჩა.

საბოლოოდ, ფრედ 2:2 და დღეიდან უკვე 2024 წლის მარტს ველოდებით, როცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და მორიგი ისტორიული შანსი გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილი: „ერთა ლიგის პლეი ოფს მოუთმენლად ველოდებით, ისტორია უნდა დავწეროთ“
გოჩოლეიშვილი: „ერთა ლიგის პლეი ოფს მოუთმენლად ველოდებით, ისტორია უნდა დავწეროთ“