იგორ ტუდორი
Aa
Aa

„ის ამას არასდროს დათანხმდებოდა, თავისი პრინციპები აქვს“ - ტუდორის აგენტი ნაპოლიზე

ვალტერ მაცარის დანიშვნამდე, იგორ ტუდორი „ნაპოლის“ ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა ბოლო მომენტში ხორვატმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

ტუდორის აგენტმა ენტონი სერიკმა Gazzetta dello Sport-ს იმ მიზეზებზე ესაუბრა, რომელთა გამოც მისმა კლიენტმა დე ლაურენტისს შეთავაზებაზე უარი უთხრა.

„რა მოხდა? კლუბს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს: მათ სურთ მწვრთნელი, რომელიც 4-3-3 ტაქტიკურ მონახაზს იყენებს. ჩვენ ვიცით, როგორ სათამაშო სტილის მიმდევარია ტუდორი.

დიახ, ტუდორს უბრალო „გადამზიდის“ როლი არ სურდა. იგორს სურს ისეთი კონტექსტი, რომელშიც მას სეზონის დასრულება და ახალ პროექტში ჩართვა შეეძლება. საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე. ის არასდროს დათანხმდება 7 თვიან სამუშაოს.

ნაპოლიმ მათი საჭიროებები წარგვიდგინა, ჩვენ კი ჩვენი. ტუდორს მინიმუმ წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება სურდა. მათ კი ეს არასდროს ჰქონდათ გეგმაში. ჩვენ დასტური არ მიგვიღია.

ეს ხელიდან გაშვებული შანსი არ ყოფილა. აქ იყო ორი რადიკალურად განსხვავებული იდეა. ტუდორს აქვს პრინციპები, ფული კი მოგვიანებით მოდის“.

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაცარიმ კლუბთან 7-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა. დე ლაურენტისს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის ჩააბარებს გუნდს 2024-25 წლების სეზონში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“ - გარსიამ დუმილი დაარღვია
„გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“ - გარსიამ დუმილი დაარღვია