ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

Gazzetta: მაცარის სქემაში კვარა მთავარი მოქმედი პირი იქნება

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი ვალტერ მაცარის ტაქტიკურ ხედვებზე წერს და ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მაცარი დე ლაურენტისს დაჰპირდა, რომ გუნდი 4-3-3 სქემას შეინარჩუნებს, რომლითაც გასულ წელს სკუდეტო მოიგეს. მან სპალეტის მონახაზი ძირეულად შეისწავლა და მუშაობისთვის მზად არის, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი ტაქტიკა, რომელსაც მწვრთნელი გამოიყენებს.

Gazzetta წერს, რომ მაცარის სათადარიგო გეგმაც აქვს. ის 3-4-3 სქემის გამოყენებას გეგმავს, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. მწვრთნელი კვარას ტექნიკურ ლიდერად ხედავს და მისთვის მოედანზე მაქსიმალური კომფორტის მიცემას შეეცდება.

კვარა თამაშს მარცხენა ფლანგიდან დაიწყებს, იქ სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, თუმცა მას გადაადგილების თავისუფლება ექნება. შეტევებისას მეორე ფორვარდის, ან შემტევი ნახევარმცველის როლს ნაკლებად მოირგებს. ცენტრში ნიგერიელს მეტი სივრცე ექნება ეს ოსიმენს დაეხმარება, რომ წინ თამამად წავიდეს და საჯარიმოზე იერიში მძლავრად მიიტანოს.

ნაპოლი შეტევების წამოწყებისას 2-3-2-3 სქემით იმოქმედებს, მთლიანი ტაქტიკური მონახაზი კი 3-4-3 იქნება, რომელიც შემადგენლობიდან გამომდინარე, თუ პოლიტანოს ზიელინსკი ამოაგდებს, უფრო მეტად 3-5-2-ს დაემსგავსება.

ახალ სქემაში გაიზრდება ლობოტკას როლი, რომელიც ცენტრალური მცველების წინ იმოქმედებს და იერიშების დირიჟორი იქნება.

მაცარის საწყის მატჩებში ტაქტიკის ძირეული ცვლა მოსალოდნელი არ არის. 62 წლის სპეციალისტს გუნდისთვის თავისი ხედვების უკეთ ასახსნელად გარკვეული დრო დასჭირდება.

იტალიელ ექსპერტებს არ სჯერათ, რომ მაცარი სპალეტისა და გარსიას 4-3-3-ს მთელი სეზონი გამოიყენებს. მას თავისი კარიერის მანძილზე ამ სისტემით აქამდე არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სანაკრებო პაუზის შემდეგ, 4 ურთულესი მატჩი ელის. ნეაპოლელები მიჯრით „ატალანტას“ (25 ნოემბერი, 21:00, სტუმრად), „რეალს“ (29 ნოემბერი, 23:55, სტუმრად), „ინტერსა“ (3 დეკემბერი, 23:45, შინ) და „იუვენტუსს“ (8 დეკემბერი, 23:45, სტუმრად) დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და პოლიტანო 3-5-2-ში ძნელად ჩასასმელი მოთამაშეები არიან...“
„კვარა და პოლიტანო 3-5-2-ში ძნელად ჩასასმელი მოთამაშეები არიან...“