საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

„იმაზე ძლიერები დავბრუნდებით, ვიდრე ოდესმე“ - ლობჟანიძემ ატლანტას ფანებს მიმართა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ, რომელიც რამდენიმე თვის წინ MLS-ის კლუბ „ატლანტა იუნაიტედში“ გადავიდა, სოციალურ ქსელში ამერიკული კლუბის გულშემატკივრებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რას წერს ლობჟანიძე:

სეზონი იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავეცით. ამ დროს გამოვიყენებთ და იმაზე ძლიერები დავბრუნდებით, ვიდრე ოდესმე!

მადლობელი ვარ 17-ანების, ჩემი გუნდისა და სტაფის, რომლებიც დამეხმარნენ მეპოვა სახლი ჩემი სახლისგან შორს! ის მხარდაჭერა, რომელიც Mercedes Benz Arena-ზე მივიღეთ, უზარმაზარი იყო!

კიდევ ერთხელ, მადლობა და შევხვდებით მომავალ სეზონში!

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისი გუნდი MLS-ის პლეი-ოფის სერიის 1/8 ფინალში გავიდა, თუმცა, სამმატჩიან სერიაში „კოლამბუს ქრიუსთან“ 2:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და პოლიტანო 3-5-2-ში ძნელად ჩასასმელი მოთამაშეები არიან...“
„კვარა და პოლიტანო 3-5-2-ში ძნელად ჩასასმელი მოთამაშეები არიან...“