ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, დევიდ უები
Aa
Aa

„ვარჯიშებზე საკმაოდ მშვიდი, საქმეში კი ძალიან სერიოზულია“ - სანიოლის ახალი ასისტენტის ინტერვიუ ხვიჩაზე და ნაკრებზე

ვილი სანიოლს სამწვრთნელო შტაბში ახალი ასისტენტი, დევიდ უები ჰყავს, რომელიც ჩვენს გუნდში მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით მუშაობს. 43 წლის ინგლისელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, მანამდე კი მთელი ევროპის მასშტაბით არაერთ სახელოვან გუნდში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

გასულ წელს უები ინგლისში, არალიგის წევრ მოთამაშეებს ხელმძღვანელობდა, დღეს კი 100 მილიონად შეფასებულ ხვიჩა კვარაცხელიასთან უწევს მუშაობა. ამას ინგლისელი სპეციალისტი თავად აღნიშნავს ბრიტანულ The Sun-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში და ასევე, იმასაც ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გრანდი, „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.

დევუდ უების ინტერვიუ THE SUN-თან:

ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ბიჭია. მისი მთავარი თვისება თავმდაბლობაა. ვარჯიშზე საკმაოდ მშვიდი, მაგრამ საქმეში ძალიან სერიოზულია.

ფეხბურთელებთან პირისპირ საკმაოდ ბევრს ვსაუბრობ. ხვიჩას ოქტომბრის შეკრებაზე ველაპარაკე და აღმოვაჩინე, რომ ძალიან გაწონასწორებული, კონცენტრირებული იყო და ზუსტად იცის რა სურს კარიერაში. ის პრემიერ ლიგას შეეფერება, რადგან ბუნებრივი ძალა და სიჩქარე აქვს. სწორედ ეს თვისებებია საჭირო იქ სათამაშოდ.

მას შეუძლია როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ თამაში, საქართველოში კი მეორე თავდამსხმელად ვათამაშებთ. თუ გადავხედავთ ტოპ გუნდებს, როგორებიცაა „სიტი“, „ლივერპული“, მათ სწორედ ასეთი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები ჰყავთ.

ის თავისი ასაკისა და პროფილის გამო ძვირი დაჯდება. ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და უკვე ნამდვილად შედის მსოფლიოს 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის. ძალიან საინტერესოა, 1 წლის წინ არალიგის წევრ ფეხბურთელებს ვხელმძღვანელობდი, ახლა კი 100 მილიონად შეფასებულ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამიზნეს ვავარჯიშებ.

ასევე, გუნდში გვყავს „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც მწვერვალზე ასვლის პოტენციალი აქვს. დანარჩენებიც კარგ დონეზე არიან და სხვადასხვა ევროპულ გუნდებში თამაშობენ, ეს საქართველოს კარგ შანსს აძლევს.

რაც შეეხება სანიოლს, ის პირველივე შეხვედრის დროს მომეწონა. ვიცოდი ვინც იყო, რადგან საკმაოდ ძლიერი კარიერა ჰქონდა. ჩვენ ყოველთვის ხანგრძლივი სატელეფონო ზარები გვქონდა და ბევრს ვსაუბრობდით. ვისაუბრეთ ფრანგულ ფეხბურთზე, თუ რით განსხვავდებოდა ინგლისურისგან. ასევე, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე, მენეჯმენტზე, ფილოსოფიაზე... ჩვენი დინამიკა ნამდვილად კარგია, რადგან აცნობიერებს, რომ გუნდის შენების პროცესში შემიძლია გარკვეული უნარები შევიტანო. სკაუტინგში ჩემს გამოცდილებას აფასებს და ფიქრობს, რომ მოთამაშეებთან მუშაობის პროცესში, ეს გარკვეული ანალიზის გაკეთებაში დაგვეხმარება.

საგულისხმოა, რომ დევიდ უებს თავისი კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიც არიან „ტოტენჰემი“, „კრისტალ პალასი“, ლევერკუზენის „ბაიერში“, „საუთჰემპტონში“, „ბორნმუთში“, „ჰოფენჰაიმში“, „ბეტისში“ და სხვ. 43 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში საქმიანობას მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო ვარჯიში მატჩამდე - აბუაშვილის და გოგლიჩიძის კომენტარები
ბოლო ვარჯიში მატჩამდე - აბუაშვილის და გოგლიჩიძის კომენტარები