გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი, ჩიკაგო ბულზი
Aa
Aa

ორმაგი დუბლი, ჩატენვები და გამარჯვება ბულზთან - ბითაძის კარგი მატჩი ჩიკაგოში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძემ და „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი შეხვედრა გამართეს და სტუმრად, „ჩიკაგო ბულზთან“ დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე, ორი ქულის სხაობით, 96:94 გაიმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი გახდა. გოგამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და მორიგი ორმაგი დუბლი შემოგვთავაზა. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბითაძის ანგარიშზე 4-დან 3 საჯარიმო და 10-დან 6 ორქულიანი იყო. საგულისხმოა, რომ გოგას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს, თუმცა, მეტოქის წინააღმდეგ ხუთჯერ დაჯარიმდა და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ქულების რაოდენობით, ყველაზე შედეგიანი „ბულზის“ ლიდერი, ზაკ ლევინი იყო, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 3 ასისტიც მიითვალა, ორლანდოდან კი პაოლო ბანჩერო გამოირჩა, რომელმაც 17 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

11 ტურის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 6 მოგებით და 5 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, კვლავ „ჩიკაბო ბულზთან“ ამჯერადაც სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრეიმონდ გრინმა რუდი გობერს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა | კლეი ტომპსონს მაისური შემოახიეს
დრეიმონდ გრინმა რუდი გობერს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა | კლეი ტომპსონს მაისური შემოახიეს