პეპ გუარდიოლა, მარიო ბალოტელი, კევინ-პრინს ბოატენგი
Aa
Aa

ბოატენგი: “ბალოტელის 3 ოქროს ბურთის მოგება შეეძლო“

ბოლო პერიოდში კევინ-პრინც ბოატენგი არაორდინალური ინტერვიუებით გამოირჩევა. დღეს პრინცმა TV Play-სთან საინტერესო საკითხები გააჟღერა.

რა თქვა ბაოტენგმა?

„მარიო ბალოტელი ძალიან მიყვარს. მას 3 ოქროს ბურთის მოგება შეეძლო, მაგრამ გვერდით ჩემნაირი ადამიანი გამუდმებით უნდა ჰყოლოდა, რომ სწორი მიმართულებით წაეყვანა. რაფაელ ლეაუ ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მარიო სულ სხვა დონე იყო.

მასთან ერთად ვთამაშობდი და ვნახე, თუ რისი გაკეთება შეეძლო. როდესაც კარგ ფორმაში იყო, 5 საუკეთესო თავდამსხმელს შორის შედიოდა. ერთადერთი, ვინც იბრაჰიმოვიჩს ხარისხით მიუახლოვდა ეს ბალოტელი იყო.

10-12 წლის წინ დე ძერბი, რომ ჩემი მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში ყოფილიყო, სულ სხვანაირი ფეხბურთელი ვიქნებოდი. ის საოცარი მწვრთნელია. მან შეძლო და თითოეული მისი ფეხბურთელი გააუმჯობესა. ჯობს, თუ არა დე ძერბი გუარდიოლას? დიახ!“

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
როდრი ოქროს ბურთზე: მუნდიალი 1 თვე გრძელდება, ჰოლანდმა კი ყველაფერი მოიგო
როდრი ოქროს ბურთზე: მუნდიალი 1 თვე გრძელდება, ჰოლანდმა კი ყველაფერი მოიგო