„გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“ - გარსიამ დუმილი დაარღვია
რუდი გარსიამ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნის შემდეგ, დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა.
გარსიამ ქომაგებს ინსტაგრამიდან მიმართა:
„ნეაპოლელ ქომაგებთან მისალმებას ასეთი ფორმით ვერ წარმოვიდგენდი. ქომაგები, რომლებმაც მხარი პირველივე დღიდან დამიჭირეს. ჩემი გულწრფელი მადლობა მათ, ფეხბურთელებს და გუნდთან დაახლოებულ ადამიანებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში და ჩემპიონთა ლიგაზე“.
- წერს რუდი გარსია.
ფრანგმა სპეციალისტმა პრეზიდენტი დე ლაურენტისი არ ახსენა, რაც შემთხვევითი არ ყოფილა. გარსია მისი ქმედებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ისე ამ ფორმით დათხოვნას არ ელოდა.
Il Mattino-ს ცნობით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტს მასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ სატელეფონო ზარით შეატყობინა, რომელიც იტალიის დროით, ღამის 4 საათისთვის განხორციელდა.