ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

შემაჯამებელი ტურნირი: ჯოკოვიჩმა სინერთან წააგო, ალკარასმა რუბლევს მოუგო

საჩოგბურთო სამყაროში შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, სადაც დღეს გარკვეულწილად მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი იანიკ სინერს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, სამ სეტში 7:5 6:7 7:6 დამარცხდა. მატჩი 3 საათი და 11 წუთი გრძელდებოდა.

მეორე დაპირისპირება კი კარლოს ალკარასსა და რუბლევს შორის შედგა. ესპანელმა ჩოგბურთელმა, ზვერევთან წაგების შემდეგ ძალები აღიდგინა და რუბლევს უშანსოდ 7:5 6:2 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასმა დატოვა და მის ნაცვლად ჰურბერ ჰურკაჩი ჩაერთო.

A ჯგუფს იანიკ სინერი ორიდან ორი გამარჯვებით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა ნოვაკ ჯოკოვიჩა. B ჯგუფის ლიდერი ამ მომენტისთვის დანილ მედვედევია, ხოლო მეორე პოზიციას ალექსანდრ ზვერევი იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანისა და პსჟ-ს ფანებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა - არიან დაჭრილებიც
მილანისა და პსჟ-ს ფანებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა - არიან დაჭრილებიც