პერესმა და ლაპორტამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭოს თანამდებობები დატოვეს
ფლორენტინო პერესმა და ჟოან ლაპორტამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დატოვეს.
„რეალისა“ და „ბარსას“ პრეზიდენტებმა დღეს, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) დირექტორთა საბჭოს თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციას ესპანური As-ი ავრცელებს.
ოქტომბრის ბოლოს RFEF-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ პედრო როჩას გაგზავნილ წერილებში „რეალისა" და „ბარსელონას" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ფედერაციის მმართველ ორგანოში თანამდებობიდან გადადგებოდნენ.
აღნიშნულია, რომ პერესი და ლაპორტა, რომლებიც როჩასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, ამ გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ ფედერაციის საარჩევნო პროცესში არ ჩაერიონ.
RFEF-ის ახალ სრულუფლებიან პრეზიდენტს დეკემბერში აირჩევენ.