ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო, ვალტერ მაცარი, ანდრეა სტრამაჩონი
Aa
Aa

„კვარა და პოლიტანო 3-5-2-ში ძნელად ჩასასმელი მოთამაშეები არიან...“

„ინტერისა“ და „უდინეზეს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.

47 წლის იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ვალტერ მაცარი დე ლაურენტისის სასურველი სქემით 4-3-3-ით არ ითამაშებს, რადგან მას ეს ტაქტიკური მონახაზი არასდროს გამოუყენებია.

„ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მაცარი თავის ფავორიტ სათამაშო სქემას მიიღებს, შესაძლოა ის შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ მის კარიერაში ეს არასდროს მომხდარა. ნაპოლიმ გასულ სეზონში სერია A 4-3-3 სქემით მოიგო და ტაქტიკის შეცვლა ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის გუნდის შიგნით იერარქიაში.

მაცარი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მას ჩემი რჩევა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ვიმეორებ, რომ ნაპოლის ძალიან სპეციფიკური დნმ აქვს - ისინი ფლანგებიდან უტევენ 4-3-3-ით და ეს ყველაფერი 3-5-2-ის შემთხვევაში დიდი პრობლემა იქნება.

კვარა და პოლიტანო 3-5-2-ში ძნელად ჩასასმელი მოთამაშეები არიან. გავიხსენოთ მაცარის ძველი ნაპოლი, რომელიც 3-4-2-1 სქემით თამაშობდა, კავანის უკან ლავეცი და ჰამშიკი მოქმედებდნენ. ასეთ შემთხვევაში სამი ნახევარმცველიდან ერთ-ერთი უნდა გაწირო, ან რომელიმე გარემარბი სკამზე დატოვო.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, კიმის წასვლის შემდეგ, 3 ცენტრალურ მცველზე გადასვლა სასიამოვნო და საინტერესო სიახლე იქნება. დე ლაურენტისმა იცის, რომ გუნდი უნდა დაუბრუნდეს იმ ბრძოლას, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის რბოლაში ჩაბმას გულისხმობს“.

- ციტირებს სტრამაჩონის სიტყვებს DAZN-ი.

სტრამაჩონის სავარაუდოდ საქართველოს ნაკრების მატჩები არ აქვს ნანახი. კვარა 3-5-2 სქემაში უკვე 2 წელია თამაშობს და მისთვის ეს პოზიცია უცხო ნამდვილად არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაცარიმ „ნაპოლი“ 30 ივნისამდე ჩაიბარა. დე ლაურენტისს კვლავაც ანტონიო კონტეს გადაბირების სურვილი აქვს. მაცარის მომავალი მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე