მოჯი: გარსია ნაპოლის მოთამაშეებს მხოლოდ სახელებით იცნობდა
„იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ლუჩანო მოჯიმ, რადიო Crc-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და რუდი გარსია გააკრიტიკა.
„ჩემპიონატის დაწყებამდე მე აღვნიშნე, რომ ნაპოლი შარშანდელ შედეგს ვერ გაიმეორებდა. მათ მწვრთნელი შეცვალეს და პრობლემა ეს იყო. გარსია ნაპოლის მოთამაშეებს მხოლოდ სახელებით იცნობდა. ის ისეთ სიტუაციაში მოხვდა, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა. მან იცოდა, რომ უკეთესს ვერაფერს გააკეთებდა.
დე ლაურენტისი დიდი ბიზნესმენია, მე მისით აღფრთოვანებული ვარ, რადგან ნაპოლი იტალიის ჩემპიონია, მათ კი უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე ბევრ სხვა გუნდს, რომელიც იტალიის ჩემპიონი არ არის.
თუმცა მან საფეხბურთო სცენა მელუზოსა და მწვრთნელს უნდა დაუთმოს, მაგრამ ამის ნაცვლად იგი გასახდელში ჩადის და ამბობს იმას, რაც არ უნდა თქვას.
როდესაც გარსიამ კვარა თადარიგში დატოვა, ჩემს თავს ვკითხე: ის ჯანმრთელად არ იყო, თუ უბრალოდ ჩათვალა, რომ მატჩი მარტივად მოსაგები იქნებოდა?“
- განაცხადა ლუჩანო მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლომდე „ნაპოლის“ მწვრთნელის პოსტს ვალტერ მაცარი დაიკავებს, რომელმაც გუნდში პირველი ვარჯიში უკვე გამართა.