წარმატებული სტარტი | 19-წლამდე ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი კვიპროსთან გამართული მატჩით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდმა სასურველი შედეგი დააფიქსირა და მეტოქეს 2:0 სძლია.
შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. ქართველთა ლამაზი კომბინაციის შემდეგ, ნიკოლოზ ცეცხლაძემ ცოტნე ბერელიძეს კარგი შანსი მისცა და მან მაღალი დარტყმით კვიპროსელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
მაისურაძის ბიჭებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მატჩის საბოლოო ანგარიში კი დაჩი ლორთქიფანიძემ დააფიქსირა. საბა სამუშიას ჩაწოდების შემდეგ, ლორთქიფანიძემ კვიპროსელთა კარი თავური დარტყმით აიღო და საკუთარ გუნდს 3 ქულა გაუნაღდა.
ცნობისთვის, თბილისში გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ასევე მოლდოვისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. 19-წლამდე ნაკრები მატჩებს, 18 და 21 ნოემბერს, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.
18 ნოემბერი | საქართველო - მოლდოვა | მესხი 2 | 15:00
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთი | მესხი 2 | 15:00