ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„სუპერ სრულყოფილი მებრძოლი ვარ“ | თოფურიამ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა. „ელ მატადორი“ „ვოლკს“ საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდება და ილიამ თავის ძლიერ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვთვლი, რომ მაღალი საბრძოლო ინტელექტი მაქვს და შესანიშნავი სტრატეგი ვარ. ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისაა, რომ სუპერ სრულყოფილი მებრძოლი ვარ. ჩხუბი შეიძლება, დგომში, ჭიდაობაში ან პარტერში წარიმართოს და ყველგან იდეალურად გამოვიყურები.

შემიძლია, ბრძოლა იქ გადავიყვანო, სადაც მეტოქე თავს ყველაზე არაკომფორტულად იგრძნობს და მგონია, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს იქ დავამარცხებ, სადაც მოვისურვებ. მეუბნებიან, რომ ვცდები და ასე არაა, მაგრამ ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. 14 მებრძოლს არაფერი გამოუვიდა და თუ ალექს ვოლკანოვსკი ფიქრობს, რომ ჩემზე უკეთესია, ოქტაგონზე უნდა გამოვიდეს და ეს დაამტკიცოს. ვამბობ, რომ სრული ბრძოლა არ ჩატარდება და მას აუცილებლად დავაფინიშებ. ალექს, თუ ვცდები, გამოდი და დაამტკიცე, რომ კვერცხები სწორ ადგილას გაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას დაპირისპირება 18 თებერვალს გაიმართება და დიდი ალბათობით, ჩხუბს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა