კლეი ტომპსონი, რუდი გობერი, დრეიმონდ გრინი
Aa
Aa

დრეიმონდ გრინმა რუდი გობერს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა | კლეი ტომპსონს მაისური შემოახიეს

NBA-ის დღევანდელი სათამაშო დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი „გოლდენ სტეიტ უორიორსსა“ და „მინესოტა ტიმბერვულვზს“ შორის გაიმართა. „უორიორსისა“ და „ტიმბერვულვზის“ დაპირისპირება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და ამის მიზეზი შეხვედრის სტარტზე მომხდარი ჩხუბი გახლავთ.

მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ჯეიდენ მაკდანიელსსა და კლეი ტომპსონს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კლეის მაისური შემოახიეს და თანაგუნდელს დრეიმონდ გრინი გამოესარჩლა, რომელმაც რუდი გობერის წინააღმდეგ MMA-ის მახრჩობელა ილეთი გამოიყენა. საბოლოოდ, მაკდანიელსი, ტომპსონი და გრინი გააძევეს და მატჩი მათ გარეშე გაგრძელდა.

„გოლდენ სტეიტმა“, რომელსაც ტრავმის გამო სტეფ კარი ვერ ეხმარებოდა, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბოლო მეოთხედი ჩააგდო და 101:104 დამარცხდა. „მინესოტას“ 33 ქულითა და 11 მოხსნით კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა. ენტონი ედვარდსს 20 ქულა ჰქონდა, მაიკ კონლის - 13. „გოლდენ სტეიტის“ მხრიდან 23 ქულით ბრენდინ პოძიემსკი გამოირჩა. დარიო სარიჩს 21 ქულა ჰქონდა, კრის პოლს - 15.

ცნობისთვის, „უორიორსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ - 6 მოგება, 6 მარცხი. „მინესოტას“ ანგარიშზე 8 მოგება და ორი წაგებაა და „ტიმბერვულვზი“ მეორე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩატენვები და ბრწყინვალე პროცენტი | ბითაძის კარგი მატჩი ბრუკლინთან
ჩატენვები და ბრწყინვალე პროცენტი | ბითაძის კარგი მატჩი ბრუკლინთან