ილიამ თავად დაადასტურა | ალექსანდრე თოფურია UFC-ში იჩხუბებს
MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი იჩხუბებს. ილია თოფურიამ ენრიკე ხიმენოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მის ძმას, ალექსანდრეს UFC-ის ოქტაგონზე ვიხილავთ და იგი პირველ ბრძოლას 2024 წელს გამართავს.
„ჩემი ბრძოლის შემდეგ, UFC-ში ჩემი ძმა იჩხუბებს. ახლა ჩემს მოსამზადებელ კემპზე ვართ ორიენტირებული და როგორც კი ბრძოლას გავმართავ, მის კემპზე გადავიტანთ ყურადღებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალექსანდრე UFC-ის მებრძოლი ოფიციალურად გახდა“.
????????Habrá 2 TOPURIAS en el UFC. Ilia Topuria me confirma que su hermano Aleksandre Topuria ya es luchador del UFC ????
— ENRIQUE GIMENO MMA (@enriquegimmma) November 14, 2023
✔️El próximo lunes la ENTREVISTA COMPLETA en mi canal de YouTube. pic.twitter.com/9U6EAjIHVs
„ელ მატადორს“ ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ მისი ძმა სავარაუდოდ, მარტში იჩხუბებს. ალექსანდრე თოფურიას მეტოქის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს კარიერაში 6 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 5 გამარჯვებაა. თოფურიამ ბოლოს 2023 წლის 20 მაისს იჩხუბა და იოჰან სეგასი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.