ბაიერნი, ჰარი კეინი, მანჩესტერ იუნაიტედი, რიო ფერდინანდი
Aa
Aa

ფერდინანდი: “გული მერევა, კეინი ახლა ჩვენთან უნდა ყოფილიყო“

როგორც მოგეხსენებათ, ჰარი კეინი მიუნხენის „ბაიერნს“ დიდებულად მოერგო და გოლი გოლზე გააქვს.

უკანასკნელად, ინგლისელმა თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმს“ 2 გოლი გაუტანა და „რეკორდმაისტერს“ გამარჯვებაში დაეხმარა.

ყოველი საფეხბურთო კვირის შემდეგ, რიო ფერდინანდი თავის პოდკასტში სხვადასხვა ადამიანებთან ერთად სხვადასხვა მატჩებს განიხილავს. ერთ-ერთ მომენტში, „იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა საინტერესო რამ განაცხადა:

ფერდინანდი:

„როდესაც კეინის სახელი მესმის ყოველთვის ცხადია, რომ მან გოლი გაიტანა. გული მერევა, ის ხომ ჩვენთან უნდა ყოფილიყო? რატომ ვერ გამოყო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 100 მილიონი ევრო? შეხედეთ რას აკეთებს ის „ბაიერნში“!!

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჰარის შეძენას, თუმცა 100 მილიონი ევრო არ გადაიხადეს და საბოლოო არჩევანი რასმუს ჰოილუნდზე შეაჩერეს.

ცნობისთვის, კეინმა „ბაიერნში“ დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიმეონე; “მორატა დონით ჰოლანდის გვერდით დგას“
სიმეონე; “მორატა დონით ჰოლანდის გვერდით დგას“