ოფიციალურად - მაცარი ნაპოლის მწვრთნელია
„ემპოლისთან“ წაგების შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ რუდი გარსია დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა. ასეც მოხდა. ფრანგი სპეციალისტი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ვალტერ მაცარი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაპოლის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ გარსია „პარტენოპეის“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. გარსიასთან ერთად, მოქმედმა ჩემპიონმა 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო, 4 წააგო და 4 ფრედ დაასრულა.
ასევე შეგახსენებთ, აურელიო დე ლაურენტისს ანტონიო კონტეს დანიშვნა სურდა, თუმცა იტალიელმა უარი განაცხადა.
პრეზიდენტი შემდეგ იგორ ტუდორზე გადაერთო, რომელსაც 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა ტუდორმა 2-წლიანი ხელშეკრულება მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, ვალტერ მაცარი 2009/2013 წლებში „ნაპოლის“ წვრთნიდა. სხვადასხვა დროს კი ის სათავეში „ინტერს“, „ტორინოს“, „კალიარის“, „სამპდორიას“, „უოტფორდს“, „რეჯინას“ და „ლივორნოს“ ედგა სათავეში.