საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ალექსანდრე ფეიქრიშვილი
Aa
Aa

ხალხს ვთხოვ გვერდით დაგვიდგნენ - ფეიქრიშვილი კვიპროსთან მატჩის წინ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. მე-6 ჯგუფში საქართველოსთან ერთად კვიპროსის, მოლდოვისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებები ითამაშებენ. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ „მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე კვიპროსთან გამართავს. ჯგუფის ყველა მატჩი თბილისში გაიმართება.

მატჩის წინ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ისაუბრა. 

ალექსანდრე ფეიქრიშვილი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, თამაშისთვის ვემზადებით, მე-5 დღეა, რაც შეკრება დავიწყეთ და ვვარჯიშობთ. ხალხს ვთხოვ გვერდით დაგვიდგნენ და მოვიდნენ სტადიონზე. ვეცდებით, კვიპროსთან მატჩში ქართველი ხალხი გავახაროთ''.

მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელები მოლდოვას შეხვდებიან (18 ნოემბერი), მესამე ტურში კი ჯგუფის ფავორიტს, ესპანეთის 19-წლამდე გუნდს (21 ნოემბერი). მაისურაძის გუნდი სამივე მატჩს „მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები