ერლინგ ჰოლანდი, ალვარო მორატა, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე; “მორატა დონით ჰოლანდის გვერდით დგას“

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად ერლინგ ჰოლანდი ითვლება. დიეგო სიმეონე კი ფიქრობს, რომ ნორვეგიელის გვერდით ალვარო მორატას დაყენებაც შეიძლება.

რა თქვა სიმეონემ?

„რა თქმა უნდა, ერლინგი დიდებული თავდამსხმელია და მისი გუნდში ყოლა დიდ ბენეფიტებთან ასოცირდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გოლების სტატისტიკას, ალვარო მორატა მასთან თანაბარი დონით დგას.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ესპანელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად „როხიბლანკოს“ მაისური 15-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება ნორვეგიელს, „ქალაქელების“ თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვითარება შეიცვალა | ნაპოლის ვალტერ მაცარი ჩაიბარებს
ვითარება შეიცვალა | ნაპოლის ვალტერ მაცარი ჩაიბარებს