სასამართლომ გამოძიება დაასრულა | ალვეშის საქმეზე პროცესი იწყება
ბარსელონის სასამართლომ დანი ალვეშის საქმეზე გამოძიება დაასრულა. დღეს, ამის შესახებ სასამართლომ ოფიციალურად დაადასტურა და დასკვნითი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, რომელზეც ვერდიქტი გახდება ცნობილი.
სასამართლომ ბრალმდებელსა და ბრალდებულს 5 დღე მისცა, რათა გამოსვლები მოამზადონ და მომხდარის თავიანთი ვერსიები წარმოადგინონ. თუ ალვეშს ბრალი დაუმტკიცდა, მას თავისუფლების 10 წლით აღკვეთა ემუქრება.
ალვეშის მსხვერპლის ჩვენება
„დანი ალვეში ჩემ უკან იდგა. ერთ მომენტში, გვერდზე გავიდა და ჟესტით მანიშნა, მასთან მივსულიყავი. გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი და გამეგო, რა უნდოდა, სხვა არაფერზე მიფიქრია. სალაპარაკოდ გავყევი და წარმოდგენა არ მქონდა, სად მიდიოდა. მახსოვს, როგორ შევიდა იქ, სადაც ეს მოხდა, მაგრამ არ ვიცოდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადგილისკენ მივყავდი.
კარი გააღო და როგორც კი შევედი, მივხვდი, სად აღმოვჩნდი. ძალიან პატარა საპირფარეშოში ვიყავი და შოკი სწორედ ამ მომენტში დამეწყო. მახსოვს, დაჯდა, რა დროსაც ვუთხარი: „უნდა წავიდე, უნდა წავიდე“. კაბა გამიხია და მაიძულა, ზედ გადავჯდომოდი. ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ რაღაცებს მეუბნებოდა და უნდოდა, საკუთარი თავისთვის პატარა ძუკნა დამეძახა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მუხლი მატკინა, ჭრილობა ახლაც მეტყობა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მასთან ორალური სექსი მქონოდა. მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ ყელზე მომიჭირა და ფიზიკურად გამისწორდა“.