ვითარება შეიცვალა | ნაპოლის ვალტერ მაცარი ჩაიბარებს
იტალიურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ იგორ ტუდორი ჩაიბარებდა, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, დიდი შანსია, რუდი გარსიას გაშვების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნოს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „პარტენოპეისა“ და მაცარის შორის მოლაპარაკებები პროგრესირებს, ტუდორთან კი ჯერჯერობით ყველაფერი შეჩერებულია. „ნაპოლიმ“ ტუდორს 8-თვიანი ხელშეკრულება შესთავაზა და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ხორვატმა მიღებულ წინადადებაზე უარი განაცხადა, რადგან გრძელვადიანი პროექტის გაძღოლა ურჩევნია.
???? Napoli are advancing in talks with Walter Mazzarri while negotiations are currently on stand-by with Igor Tudor.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 14, 2023
Napoli offered 8 month contract and Tudor rejected — he never said yes despite reports.
No financial issues — but former OM coach just prefers long term projects. pic.twitter.com/MBFD3Fa3l0
განსხვავებული ვითარება გვაქვს მაცარისთან მიმართებით. იტალიელმა სპეციალისტმა „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციების სეზონის ბოლომდე შესრულებაზე თანხმობა განაცხადა და როგორც Sky Sport Italia წერს, გუნდის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია. რომანოს ცნობით, მაცარიმ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა, რამაც კლუბში გარსიას ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. მაცარის „ნაპოლიში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და „პარტენოპეის“ 2009-13 წლებში წვრთნიდა.